აქ წარმოდგენილია ტურების მხოლოდ მცირე ნაწილი,
მეტის გაცნობისათვის დაგვიკავშირდით |
ერთდღიანი |
ტური № 1103
სახეობა: ღვინის ტური;
ხანგრძლივობა: 1 დღე;
ადგილი: კახეთი
აღწერა: თავისებური არქიტექტურის მქონე გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი (VIII ს.), მევენახეობისა
და მეღვინეობის ტრადიციების გაცნობასთან ერთად ქართული ეთნოგრაფიული სანახაობანი და
მათში მონაწილეობა, ღვინის დაგემოვნება მარანში, ტრადიციული სადილი.
|
ტური № 1200
სახეობა: მსუბუქი ლაშქრობა და კულტურული.
ხანგრძლივობა: 1 დღე;
ადგილი: ანანური (XVI ს.), ჯვრის უღელტესილი (2390მ), სტეფანწმინდა, გერგეთის სამება (XIV ს.).
აღწერა: არქიტექტურა და ბუნება, ეს ტრადიციული ჰარმონია ძველი საქართვერლოს განუყოფელი ნაწილია,
ერთ ერთი მათგანი “ხევის პატარძლის” კალთაზეა “ამოქარგული”.
|
ტური № 1307
სახეობა: კულტურული.
ხანგრძლივობა: 1 დღე;
ადგილი: ბოლნისის სიონი (V ს.), დმანისის ნაქალაქარი (V ს.).
აღწერა: V საუკუნის ტაძარი და ნაქალაქარი, 1 მილიონ 800 ათასი წლის წინანდელი ადამიანების ნაბინავარი-სენსაცია კაცობრიობის ისტორიაში.
|
ტური № 1315
სახეობა. კულტურული
ხანგრძლივობა: 1 დღე;
ადგილი. სამთავისი, გორი, უფლისციხე.
აღწერა. სამთავისის ეკლესია გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, სიმეტრიით და შუა საუკუნეების ბარელიეფებით. კოლორიტული ქალაქი გორში ძვ.წ.ა.-ის III-II საუკუნეების ქალაქის ნაშთებია, შემდგომ აქ განვითარდა რელიეფთან შერწყმული, თავისებური არქიტექტურის მქონე ციხე-სიმაგრე. უფლისციხე არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ თვით ქარველებსაც ხიბლავს, ეს კლდეში ნაკვეთი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ.წ.ა.-ის XI-VIII საუკუნეებიდან აქ აქტიური სახელმწიფოებრივი ცხოვრება მიმდინარეობდა.
|
ტური № 1500
სახეობა: მსუბუქი ლაშქრობა და კულტურული.
ხანგრძლივობა: 1 დღე;
ადგილი: მღიმევი (XIII), კაცხი (V-VI, X)
აღწერა: სასწაული, რომელსაც ჰქვია ბუნებრივი და სასწაული რომელიც არის რწმენის. ამ ორი ფენომენის შერწყმით ყოველთვის ჩნდება ერთი ძალაუნებური კითხვა - “ეს როგორ?...” |
ორდღიანი |
ტური № 2102
სახეობა: კულტურული და გურმანტური.
ხანგრძლივობა: 2 დღე;
ადგილი: უჯარმა (V), წინანდალი, თელავი, მუზეუმი, იყალთო (VI), ღვინის მუზეუმი.
აღწერა: არქიტექტურა, ვაზი, ღვინო, სამკურნალო ღვინო – ერთნაირად მომხიბვლელია, მათი საიდუმლოს გაგება არ არის შეუძლებელი, მთავარი გემოვნებაა.
|
ტური № 2512
სახეობა: კულტურული
ხანგრძლივობა: 2 დღე;
ადგილი: მოწამეთა (X), გელათი (XII), ქუთაისი, ბაგრატი (XI), გეგუთი (VIII), სათაფლია.
აღწერა: არქიტექტურა, რომელიც ერთ დროს აქ არსებული ზღვის ფსკერზეა აღმოცენებული... ერთ დროს დინოზავრიც დააბიჯებდა და ნაკვალევს ტოვებდა, მილიონობით წელი იქმნებოდა მიწისქვეშეთის სამყარო – და ამის ნახვა სავსებით შესაძლებებლია.
|
სამდღიანი |
ტური № 3800
სახეობა: კულტურული და მსუბუქი ლაშქრობა.
ხანგრძლივობა: 3 დღე;
ადგილი: ხოტევი (X), ბარაკონი (XVIII), მინდაციხე (XII), ნიკორწმინდა (X), საყინულე, ჭელისის უდაბნო, შაორი, ცხრაჯვარი, დაბრუნება.
აღწერა: სილამაზე ულამაზეს ქვეყანაში ძნელი შესამჩნევია, მაგრამ შესაძლებელია თუკი გხიბლავს იგი. ბუნების სიყვარულით აგებული არქიტექტურა ბუნებასავით უკვდავია, ბუნება კი ყოველთვის შთამბეჭდავია.
|
ტური № 3207
სახეობა: კულტურული და მსუბუქი ლაშქრობა.
ხანგრძლივობა: 3 დღე;
ადგილი: ჩარგალი, დათვიჯვრის უღელტეხილი (2630მ), შატილი (XI), (ოჯახი), მუცო (XI), სეირნობა, ქისტანი, დაბრუნება.
აღწერა: კლდეებს შორის გაყვანილი გზები ადრენალინს ჰმატებს, მკაცრი ბუნების არქიტექტურა შთააგონებს, ჰაერი აჯანსაღებს... და ყველაფერი ერთად ასვენებს და სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. |
მრავალდღიანი |
ტური № 200
სახეობა: მისტიური
ხანგრძლივობა: 15 დღე
ადგილი: თუშეთი, ხევსურეთი
აღწერა: მისტიური ტურები აგებულია იმ ემოციური მუხტიზე, რომელიც უძველესი ქვეყნის წარსულით საზრდოობს. ისინი თვალს გვიხელენ და ინდივიდუალურად წარმოგვიდგენენ შორეულ ამბავს, გვანიჭებენ უდიდეს შემოქმედებით ენერგიას. მძიმე ემოციურ გრძნობას თან ახლავს მშვენიერიც. ემოციური მუხტი დროთა განმავლობაში იფილტრება და ჩნდება ნამდვილი ზღაპარი, რომლის ავტორიც თქვენ ხდებით.
1. ჩამოსვლა თბილისში, სასტუმრო.
2-12. თელავის რაიონი, ახმეტა, თუშეთი რეგიონი, ხევსურეთის რეგიონი.
14. თბილისი. თავითუფალი დღე.
15. ტურის დამთავრება.
ტურის ბარგს ატარებენ მისი მონაწილენი.
|
ტური № 206
სახეობა: ექსტრემი /მწვერვალი/
ხანგრძლივობა: 5 დღე
ადგილი: ხევი
აღწერა: მთამსვლელი თუნდაც ერთი და იმავე მწვერვალზე რამდენჯერმე ავიდეს, მთა ყოველთვის აწონებს მას თავს და არასოდეს ხვდება ერთფეროვნად. კავკასიონის ნებისმიერი მწვერვალი მიმზიდველია. მწვერვალი ყაზბეგი ანუ მყინვარწვერი ერთ-ერთი საუცხოოა, მას გააჩნია როგორც რთული მარშრუტები, ასევე დამწყები მთამსვლელთა გამოსაწრთობიც. ყაზბეგი ჩამქრალი ვულკანია, მისი ბოლო ამოფრქვევა 29 საუკუნის წინ მოხდა. მყინვარწვერი ხან მრისხანეა და ხან ალერსიანი, ის ულამაზესია, ალბათ ადგილობრივები ამიტომაც ეძახიან მას ალერსით “ხევის პატარძალს”. ხევი საქართველოს ის კუთხეა, სადაც მყინვარწვერი მდებარეობს. მწვერვალის მისადგომებთან ყოველი მთამსვლელის თავშესაფარი, საუკუნეს მიტანებული მეტეოსადგურია. აქვე, სალ კლდეშია ლეგენდარული ბეთლემის მონასტერი... და დაუფარავი ემოცია.
1. ანანური (XVI), ჯვრის უღელტეხილი (2390), სტეფანწმინდა.
2. თავშესაფარი (3680მ).
3. ბეთლების ქვაბულის მისადგომი (4100მ. აკლიმატიზაცია)
4. მწვერვალი “მყინვარწვერი” (5047მ), კატეგორია II UIAA.
5. დაბრუნება (თბილისში).
ტურში შედის: 1 ღამე ტურისტული კლასის სასტუმრო, 3 ღამე თავშესაფარი; საჭმელი: საუზმე, სადილი, ვახშამი; შტატი: გამოცდილი გამყოლი (ან გამყოლები. დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე).
ჯგუფის აღჭურვილობა: ასვლა თოკით, ყინულის აღჭურვილობა, პროდუქტი და სამზარეულო აღჭურვილობა.
მომსახურებაში არ შედის: მარშრუტზე ბარგეს
ტარება, პირადი ტანსაცმელი და აღჭურვილობა.
საუკეთესო პერიოდი: ივნისის შუა რიცხვები – სექტემბერი, იანვარი.
შალი ტური უამინდობის შედეგად შეფერხებულ ტურზე პასუხს არ აგებს.
|
ტური № 300
სახეობა: კულტურული
ხანგრძლივობა: 14 დღე
ადგილი: ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, ხევი
აღწერა: ქრისტეს შობამდე IV საუკუნიდან საქართველოს ძველი დედაქალაქი იყო მცხეთა. ამ ქალაქის ღირშესანიშნაობათა გაცნობის გარდა, იხილავთ კიდევ რამდენიმე უძველეს ნაქალაქარს, მათ შორის კლდეში ნაკვეთ ძ.წ.ა.-ის I ათასწლეულის ქალაქს. ასევე ინტერეს მოკლებული არ არის ადგილი, სადაც ნაპოვნია 1 მილიონ 800 ათასი წლის წინანდელი ადამიანების თავის ქალები, მათი პორტრეტები ფრანგმა მოქანდაკემ ელიზაბეტ დენიმ აღადგინა. ალბად არ არის უსაფუძვლო მეცნიერთა აზრი, რომ შემდგომ აქედან მოხდა ადამიანთა განსახლება ევროპასა და აზიაში. აქ უხვად არის ახალი წელთაღრიცხვის არქიტექტურა, რომელთა უმეტესობა IV საუკუნის შემდგომ პერიოდს მოიცავს. საუცხოო არიტექტურის, რამდენიმე მუზეუმის, მრავალფეროვანი ბუნების და ერთ-ერთი მწვერვალის ნახვის გარდა, ვაზის ქვეყანაში დააგემოვნებთ კახური წესით დაყენებულ ღვინოებს.
1-2. თბილისში ჩამოსვლა, სასტუმრო; თბილისი გასეირნაბა.
3-12. შიომღვიმე VI ს. ჯვარი VI ს. სვეტიცხოველი IV-XVIII სს. უფლისციხე ძვ.წ.ა. I ათასწლეული, გორის ციხე, ძვ.წ.ა. III-II სს. სტალინის სახლ-მუზეუმი, გორიჯვარი VI ს. ურბნისი ძვ.წ.ა. IV ს. სამწევრისი VII ს. ატენი VII ს. დმანისის ნაქალაქარი V-VI ს. X ს. სამშვილდე VIII ს. ბოლნისის სიონი V ს. დავით-გარეჯის კომპლექსი VI ს. ბოდბე VI ს ფიროსმანის სახლ-მუზეუმი. გურჯაანის ყველაწმინდა VIII ს. ვეჯინის ციხე IX ს. შუამთა VI ს. იყალთო VI ს. ნეკრესი IV ს. გრემი XVI ს. ალავერდი XI ს. ყვარელი IV ს. ანანური XVI ს. გუდაური, სტეფანწმინდა, გერგეთის სამება XIV ს.
13. თბილისი. თავისუფალი დღე.
14. ტურის დამთავრება.
|
|
ტური № 800
სახეობა: სათავგასავლო
ხანგრძლივობა: 13 დღე
ადგილი: ლეჩხუმი
აღწერა: საქართველოში არის ერთი პატარა ადგილი და ალბად ერთადერთიც, შეიძლება მსოფლიოშიც კი, სადაც განგებას უამრავი სასწაულისთვის მოუყრია თავი: ყინულის მღვიმე, მღვიმე ხის ფუღუროდან, ბუნებრივი ქანდაკებები, ლეგენდარული ულამაზესი პატარა ტბა და გამაოცებელი ციხე-ქვაბულის მზერა, ღამე გამოქვაბულში და მისი ერთად ერთი ფრთოსანი პატრონი, ორბები აქ ხან ჩვენს წინ და ხან ქვევით დაფრინავენ. უწინ აქ ზღვა იყო და მისი კვალი თითქმის ყოველ ნაბიჯზე ჩანს, ეს რამდენიმე მილიარდი წლის წინანდელი ცხოვრების ნაშთია, ცოტა მოგვიანებით კი შორიახლოს დინოზავრები დადიოდნენ, რაზეც მატი ნაკვალევი მეტყველებს... თუმცა, მოყოლილს ყოველთვის საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი სჯობია.
1-2. თბილისში ჩამოსვლა, სასტუმრო; თავისუფალი დღე, გასეირნება.
3-11. ხვამლის მთა, დაკარგული წყარო (“6სთ ფეხით), პირღია მღვიმე (“6სთ), სიცოცხლის მდელო (“3-4სთ), წმ. გიორგის ტბა (“3სთ), ოყურეშის კლდე (“4-5სთ), ხვამლი წყარო-ქვაბული, მთის თხემი, XII ს-ის ეკლესიის ნაშთი, ყუმისთავი, სათაფლია.
12. თბილისი. თავისუფალი დღე, გასეირნება.
13. ტურის დამთავრება
|
ტური № 803
სახეობა: ექსტრემი /მშრალი კანიონი/
ხანგრძლივობა: 5 დღე
ადგილი: რაჭა
აღწერა: მათ, ვისაც დახურული სივრცის შეგრძნება აწუხებს და ამავე დროს შვეული მღვიმის ხიბლის განცდაც სურს, ვთავაზობთ მშრალი კანიონების ტურს, ადრენალინის ზღვას, რომელიც ორ ულამაზეს კანიონს მოიცავ, აქედან ერთ-ერთი, “გაცრუებული იმედების კანიონი”, ჯერ გაუვლელია, ხოლო მეორე 15-ოდე მეტრის სიმაღლის ჩანჩქერით ბოლოვდება. ამ მონაკვეთების დაძლევა ... დიდი სიამოვნებაა. ტური აგრეთვე მოიცავს რამდენიმე ისტორიული ძეგლის მონახულებას და ემოციებისაგან განმუხტვას ტბის პირას.
1. ქუთაისი, გელათი (XII ს), ბაგრატი (ძვ.წ.ა. VIII-VII სს., XI ს).
2-4. მინაწყაროს კანიონი ფეხით “1 სთ. 30 წთ. მაქსიმალური სიმაღლე “35 მ, გავლა 3 სთ. ბოლს ჩანჩქერია. “გაცრუებული იმედების კანიონი” (გაუვლელი) I შვეული “30 მ. ნიკორწმინდა (XI ს).
5. დაბრუნება (თბილისში).
საჭირო არ არის ჰიდრო კოსტუმი.
|
ტური № 4010
სახეობა: გურმანტური
ხანგრძლივობა: 12 დღე
ადგილი: ოთხი რეგიონი
აღწერა: ნაციონალური კერძების დაგემოვნება გურმანებისათვის ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესია, ისინი ხომ გემოს კოლექციონერები არიან. ყოველ კერძს თავისი ოსტატი უნდა ქმნიდეს და თუ ეს ოსტატობა ოჯახური ტრადიციიდან მოდის, სწორედ მაშინ ხდება ის ნამდვილი გურმანის აღმაფრთოვანებელი. ოჯახური სამზარეულოს საიდუმლოს დაგემოვნება შედარების კარგ საშუალებას იძლევა. ქართული სამზარეულო, ქვეყნის ყოველ კუთხეში თავისებურია და მთლიანად საქართველოში მრავალფეროვანი. აქ, არა თუ ყოველ რეგიონში, არამედ ყოველ სოფელში ღვინოც თავისებური გემოთი და სურნელით გამოირჩევა. ტურს ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაც ახლავს და მას დამატებით შემეცნებით დატვირთვასაც აძლევს. კულტურის მოყვარულთათვის და ნამდვილი გურმანებისათვის საქართველო აღმოჩენაა.
|
ტური № 040
სახეობა: ბანაკი
ხანგრძლივობა: 14 დღე
ადგილი: მესხეთი
აღწერა: “დუმეილა” - ბანაკი გამოქვაბული.
ბანაკი ყველასაგან და ყველაფრისაგან მოშორებით. იქ სადაც ისტორია და ბუნება ერთმანეთშია ჩაქარგული, იქ სადაც ცხოვრობდნენ, ბავშვები თამაშობდნენ, დედა მათ უვლიდა, მამა კი შემოსეულ მტერს ებრძოდა, იქმნებოდა შედევრები. ადგილი, სადაც ყოველ ქვას რაღაცის მოყოლა სურს. დიდი მდინარე, ღელე, წყარო, ირგვლივ მთები და გამოქვაბულები – ბანაკის საცხოვრებელი და რეზიდენცია. აქ გატარებული დრო განა შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს? პერიოდულად რამდენიმე კილომეტრზე ფეხით გასეირნება სასიამოვნოც არის და შემეცნებითიც. აქ თევზაობის მოყვარულებსაც შეუძლიათ იხალისონ თავიანთი ანკესებით და მდინარეში ბანაობის მსურურველებმაც მიიღონ სიამოვნბა.
გზა თბილისიდან ბანაკამდე: მანქანით 275 კმ., ფეხით 2 კმ.
|
ველური ბუნება
ველური ბუნების ტური მოიცავს 2 კატეგორიის მარშრუტს: I- ავტო ტრანსპორტით ადაადგილება,
II- ცხენით, ნავით ან ქვეითად გადაადგილება
და 2 სახეობის პროგრამას: I- ბანაკი ერთ ადგილზე (ზოგადად ლამაზი ბუნება), II- მიზნობრივი პროგრამა
“ველური ბუნების” ტურების პროგრამები იგეგმება ინტერესის მიხედვით: ბუნების საოცრებები, ბუნებრივი ქანდაკებები, ფლორა, ფაუნა, ხედები და სხვა.
|
სპეც ტური
შერეული ტურები, ინდივიდუალური პროგრამა, არქიტექტურა, მონუმენტური ფერწერა და ჩუქურთმა, ყურძნის და ღვინის ტურები, აღმოჩენები, პირველგამვლელობა, სამეცნიერო და კინოექსპედიციების ორგანიზება და სხვა.
|
|
|